https://sputnik-georgia.com/20260210/rogor-sheicvala-msheneblobis-girebuleba-saqartveloshi-297044865.html
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში
Sputnik საქართველო
თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 15,3%-ით გაზრდის ხარჯზე. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T12:53+0400
2026-02-10T12:53+0400
2026-02-10T12:53+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3dc629c1027c56cf23d0ab20ac10a752.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2025 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, 2,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".უწყება ახორციელებს მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშებას, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით. ცალკეული სეგმენტების მიხედვით თვიური ინდექსის ზრდა:„საქსტატის" ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 15,3%-ით გაზრდის ხარჯზე.2025 წლის დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5,2%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 23,9%-ით გაზრდით.ცალკეული სეგმენტების მიხედვით წლიური ინდექსის ზრდა:მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7b172e72a7805d71225f8d47e2363515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში
თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 15,3%-ით გაზრდის ხარჯზე.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2025 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, 2,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყება ახორციელებს მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშებას, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
ცალკეული სეგმენტების მიხედვით თვიური ინდექსის ზრდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი– 2,5%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი– 1,8%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი – 3,3%-ით.
„საქსტატის" ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 15,3%-ით გაზრდის ხარჯზე.
2025 წლის დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5,2%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 23,9%-ით გაზრდით.
ცალკეული სეგმენტების მიხედვით წლიური ინდექსის ზრდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი– 6,3%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი – 8,8%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი – 2,9%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.