https://sputnik-georgia.com/20260210/qvrivishvili-kvekanashi-gamocdili-investori-shemodis-297080720.html
ქვრივიშვილი: ქვეყანაში შემოდის გამოცდილი ინვესტორი დიდი ცოდნითა და გამოცდილებით
ქვრივიშვილი: ქვეყანაში შემოდის გამოცდილი ინვესტორი დიდი ცოდნითა და გამოცდილებით
Sputnik საქართველო
მინისტრი მიიჩნევს, რომ ინვესტორებს საკმაოდ დიდი ღირებულების მოტანა შეუძლიათ ქვეყნებისთვის. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T21:29+0400
2026-02-10T21:29+0400
2026-02-10T21:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_817dcdb26a4b423aa323651cf9157ceb.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქვეყანაში გამოცდილი ინვესტორი შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, დიდი გამოცდილებით, ისევე, როგორც ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „წყლის მომავლის“ პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც დედაქალაქი 10-11 თებერვალს მასპინძლობს. ქვრივიშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ინვესტორებს ზოგადად საკმაოდ დიდი ღირებულების მოტანა შეუძლიათ ქვეყნებისთვის და მეტწილად, ეს ცდება მხოლოდ კონკრეტული დარგების განვითარებას. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მზარდია და ვითარდება ახალი პროექტები, მათ შორის, ისტორიული, 6,6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში, რომელიც თბილისსა და გონიოში ორი ახალი პროექტის განხორციელებას მოხმარდება. 2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. მანამდეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობა იზრდება და Eagle Hills-ის განხორციელებული 6,6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს. კობახიძის თქმით, 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია კორეასთან, სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად. ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ – მეოთხე ადგილზე.გარიგების დეტალებისაქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_e65b2a86d278b606b3b93b9bf198b558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: ქვეყანაში შემოდის გამოცდილი ინვესტორი დიდი ცოდნითა და გამოცდილებით
მინისტრი მიიჩნევს, რომ ინვესტორებს საკმაოდ დიდი ღირებულების მოტანა შეუძლიათ ქვეყნებისთვის.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქვეყანაში გამოცდილი ინვესტორი შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, დიდი გამოცდილებით, ისევე, როგორც ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „წყლის მომავლის“ პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც დედაქალაქი 10-11 თებერვალს მასპინძლობს.
ქვრივიშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ინვესტორებს ზოგადად საკმაოდ დიდი ღირებულების მოტანა შეუძლიათ ქვეყნებისთვის და მეტწილად, ეს ცდება მხოლოდ კონკრეტული დარგების განვითარებას.
„განსაკუთრებით ღირებულია ის, რაც იქმნება ინვესტორების მხრიდან - ეს არის დამატებითი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის დასაქმების, ცნობიერების, განათლებისა თუ გარკვეული უნარ-ჩვევების გაზრდის, გაღრმავებისა დ გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მზარდია და ვითარდება ახალი პროექტები, მათ შორის, ისტორიული, 6,6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში, რომელიც თბილისსა და გონიოში ორი ახალი პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
„გამოცდილი ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ცოდნით - ამას ჩვენ განსაკუთრებულად ვხედავთ და ხელშესახებია ხოლმე კონკრეტულ სექტორებში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, სერვისთან და სხვა მიმართულებებთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
მანამდეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობა იზრდება და Eagle Hills-ის განხორციელებული 6,6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს.
კობახიძის თქმით, 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია კორეასთან, სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად. ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ – მეოთხე ადგილზე.
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.