https://sputnik-georgia.com/20260210/premieri-kulevis-terminali-sasanqcio-rejimis-dacvit-mushaobs-297081603.html
პრემიერი: ყულევის ტერმინალი სასანქციო რეჟიმის დაცვით მუშაობს
პრემიერი: ყულევის ტერმინალი სასანქციო რეჟიმის დაცვით მუშაობს
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროკავშირთან. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T22:18+0400
2026-02-10T22:18+0400
2026-02-10T22:18+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველო მკაცრად იცავს სასანქციო რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას და მზადაა მოისმინოს ყულევის ტერმინალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყულევის პორტი, შესაძლოა, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტში მოხვდეს.მისი თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროკავშირთან.„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან. ყულევი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია საქმის დეტალებით.დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის.„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღიაობას ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის ყველა დეტალზე“, - ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.ყულევში ნავთობტერმინალი ფუნქციონირებს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი: ყულევის ტერმინალი სასანქციო რეჟიმის დაცვით მუშაობს
კობახიძის თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროკავშირთან.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველო მკაცრად იცავს სასანქციო რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას და მზადაა მოისმინოს ყულევის ტერმინალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყულევის პორტი, შესაძლოა, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტში მოხვდეს.
„საქართველო ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს, რაც არის დაკავშირებული სასანქციო რეჟიმთან. ეს არის ჩემი პოზიცია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ დისკუსიისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროკავშირთან.
„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან. ყულევი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია საქმის დეტალებით.
დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღიაობას ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის ყველა დეტალზე“, - ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.
ყულევში ნავთობტერმინალი ფუნქციონირებს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.