ბოჭორიშვილი: ჩვენი პორტები და სატრანსპორტო დერეფნები აკავშირებს რეგიონს

© facebook.com/mfageorgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2026
გამოწერა
როგორც მინისტრმა განაცხადა, ისეთ პატარა ქვეყანასაც კი, როგორიც საქართველოა, რთულ რეგიონში სწორი ხედვითა და გამბედაობით შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ჩვენი პორტები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა აკავშირებს რეგიონს და არა მხოლოდ, რაც საქართველოს ვაჭრობისა და შესაძლებლობების ჰაბად აქცევს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას.
ქვეყნის პირველი დიპლომატი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის მონაწილეობას იღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში, რომელიც 9-10 თებერვალს იმართება.
„მიუხედავად რეგიონული არასტაბილურობისა და გლობალური გამოწვევებისა, მათ შორის, პანდემია, ენერგეტიკული კრიზისები, კონფლიქტები და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული მედეგობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ეს წარმატება საქართველოს გაბედული პოლიტიკის, ღია ბაზრებისა და სტაბილურობისადმი მტკიცე ერთგულების შედეგია.
„ძლიერი ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და გამჭვირვალე რეგულაციები საქართველოს სანდო პარტნიორად და საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. ეს გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყანასაც კი, რთულ რეგიონში, შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, სწორი ხედვითა და გამბედაობით“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყნის მშპ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა სტაბილურად, ხოლო ისეთი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ლოjისტიკა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები, გამოირჩეოდა ზრდითა და ინოვაციებით.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსა და ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერს.
Budapest Global Dialogue (BGD) –(BGD) მაღალი დონის საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონფერენციაა, რომელიც ორგანიზებულია უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და Observer Research Foundation-ის მიერ.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0