https://sputnik-georgia.com/20260210/acharasa-da-imeretshi-prinvelis-sasaklaoebi-gamoavlines-297065851.html
აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T14:27+0400
2026-02-10T14:27+0400
2026-02-10T14:27+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278955044_0:157:3071:1884_1920x0_80_0_0_b293df76a5d846245d86275d0b0b4ade.jpg
თბლისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ხელვაჩაურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შპს „ატოს” (ფანასკერტელ-ციციშვილის N29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით კლავდა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში (თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. კერძოდ, ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი. ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278955044_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f97ba1df80c0701fc957e480030c2279.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
თბლისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ხელვაჩაურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შპს „ატოს” (ფანასკერტელ-ციციშვილის N29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით კლავდა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში (თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. კერძოდ, ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი.
ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.