თურნავა Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2026
გამოწერა
სებ-ისა და Visa-ს თანამშრომლობა მოიცავს ფინანსური განათლების ინიციატივებს, ინფორმაციის გაცვლას, გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტ ტარეკ მაჰმუდს შეხვდა.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გადახდების ბაზრის განვითარების მიმდინარე პროცესები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე Visa-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადახდების სისტემების განვითარებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებასა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ასევე განხილული იყო ოპერაციული უსაფრთხოების საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და Visa-ს თანამშრომლობა მოიცავს ფინანსური განათლების ინიციატივებს, ინფორმაციის გაცვლას, გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. არსებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის გადახდების ეკოსისტემის გაძლიერების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა გადახდების სისტემების განვითარების, ინოვაციური სერვისების ხელშეწყობისა და ოპერაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0