https://sputnik-georgia.com/20260209/saqartvelo-ashsh-strategiuli-partniorobis-agdgenas-elodeba-297057739.html
სუფთა ფურცლიდან: საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ელოდება
სუფთა ფურცლიდან: საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ელოდება
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივნის მარკო გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება. 09.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-09T21:00+0400
2026-02-09T21:00+0400
2026-02-09T21:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/09/295707904_0:75:1515:927_1920x0_80_0_0_bddfc6afc328348369f1c4715d812d14.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივნის მარკო გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება.„ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერმა.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/09/295707904_90:0:1425:1001_1920x0_80_0_0_1ea2812056fd397310d887b24cfc80bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
სუფთა ფურცლიდან: საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ელოდება
პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივნის მარკო გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.
„ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივნის მარკო გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება.
„ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.