როდის აღდგება ზუგდიდი–მესტიის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა

© courtesy of Administration of State Representative of Guriaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2026
გამოწერა
გუშინ, სოფელ ბარჯაშთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ორმოცაძემ.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფელ ბარჯაშთან) კლდოვანი მასის ჩამოშლა გახდა.
„ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბარჯაშის მონაკვეთთან ჩამოიშალა კლდის მასა, რამაც საავტომობილო გადაადგილების სრული ჩაკეტვა გამოიწვია. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ორმოცაძემ.
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0