https://sputnik-georgia.com/20260209/ra-vitarebaa-saqartvelos-gzebze-297051528.html
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული 09.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-09T14:19+0400
2026-02-09T14:19+0400
2026-02-09T14:19+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938618_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_62f330872241dc079855175b4da425c7.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე უზვავსაშიშროების საფრთხის დონეა მაღალი. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, -აღნიშულია ინფრომაციაში. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, ნაწილობრივ შეზღუდვები მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზეც. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია“, -აღნიშულია ინფორმაციაში. საავტომობილო გზის კოდა-აიაზმას მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო არის შეზღუდული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938618_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f61dcdccd6c1338401e6ca35a8370a35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე უზვავსაშიშროების საფრთხის დონეა მაღალი.
რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, -აღნიშულია ინფრომაციაში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, ნაწილობრივ შეზღუდვები მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთზეც.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზის კოდა-აიაზმას მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო არის შეზღუდული.