ნიკა მელია კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2026
გამოწერა
დღეს, ნიკა მელიასთვის ახალი, რიგით მეოთხე ბრალდების წარდგენა იგეგმება, რომელიც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევები ჩაუტარდა, იუწყება „მთავარი არხი".
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორ ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში დღეს შეიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
„ჩვენთან დღეს იმყოფებოდა პაციენტი ნიკა მელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. კონსულტაცია ჩაუტარა ქირურგმა. გაეწია შესაბამისი დახმარება და მიეცა რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების შესახებ", - განაცხადა ჩხაიძემ.
დღეს, ნიკა მელიასთვის ახალი, რიგით მეოთხე ბრალდების წარდგენა იგეგმება, რომელიც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს - მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე მისი დაკავების საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს.
ამ დროისთვის პოლიტიკოსი პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამავე დროს, მელია მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც, ის მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, ასევე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ყველა ახალი ამბავი
0