https://sputnik-georgia.com/20260209/kvaracxelia-moedans-golit-daubrunda-297045656.html
კვარაცხელია მოედანს გოლით დაუბრუნდა: ფრანგულმა კლუბმა „მარსელი“ დაამარცხა
კვარაცხელია მოედანს გოლით დაუბრუნდა: ფრანგულმა კლუბმა „მარსელი“ დაამარცხა
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისის „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო - მას კოჭი დაუზიანდა 09.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-09T12:29+0400
2026-02-09T12:29+0400
2026-02-09T12:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d7a112479d1167541f61256db6da9e38.jpg
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორგ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.„პსჟ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მოედანს გოლით დაუბრუნდა. კვარაცხელია თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც დეზირე დუე შეცვალა.მატჩის გმირი უსმან დემბელე იყო, რომელმაც ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, 37-ზე კი დუბლი შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, პირველივე რეალური შანსით ისარგებლა – 64-ე წუთზე უსმან დემბელემ ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში მოძებნა და ხვიჩამ ძლიერი და ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე კან-ინ ლიმ დააფიქსირა.ლიგა 1-ში გამართული 21 ტურის შემდეგ „პსჟ"-მა 51 ქულა დააგროვა, „ლანსს“ (49) გადაასწრო, ხოლო „მარსელთან“ (39) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ერთპიროვნულად გალიდერდა.სატურნირო ცხრილში, 21 ტურის შემდეგ „პსჟ“ 51 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა „ლანსი" (49), მესამეზე კი „მარსელი" (39).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ce2d8953f47dff90021d3ac0ee328620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელია მოედანს გოლით დაუბრუნდა: ფრანგულმა კლუბმა „მარსელი“ დაამარცხა
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისის „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო - მას კოჭი დაუზიანდა
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორგ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
„პსჟ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მოედანს გოლით დაუბრუნდა. კვარაცხელია თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც დეზირე დუე შეცვალა.
მატჩის გმირი უსმან დემბელე იყო, რომელმაც ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, 37-ზე კი დუბლი შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, პირველივე რეალური შანსით ისარგებლა – 64-ე წუთზე უსმან დემბელემ ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში მოძებნა და ხვიჩამ ძლიერი და ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე კან-ინ ლიმ დააფიქსირა.
ლიგა 1-ში გამართული 21 ტურის შემდეგ „პსჟ"-მა 51 ქულა დააგროვა, „ლანსს“ (49) გადაასწრო, ხოლო „მარსელთან“ (39) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ერთპიროვნულად გალიდერდა.
სატურნირო ცხრილში, 21 ტურის შემდეგ „პსჟ“ 51 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა „ლანსი" (49), მესამეზე კი „მარსელი" (39).