https://sputnik-georgia.com/20260209/kaladze-shida-auditi-amowmebs-kvela-samsaxurs-297051366.html
კალაძე: შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს
კალაძე: შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს
Sputnik საქართველო
4 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური „ელექტრომოძრავი... 09.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-09T17:00+0400
2026-02-09T17:00+0400
2026-02-09T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს და რაიმე დარღვევა თუ გამოვლინდება, ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოძიება 2023 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხება.„მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიჰყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.4 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" შევიდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული მასალები დაედო. აუდიტმა ქარხნის საქმიანობაში შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთა, რის შემდეგაც მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც ის, არიან თუ არა საქმეში ბრალდებული პირები.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.აღნიშნული კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურების გაწევით არის დაკავებული. საჯარო რეესტრის თანახმად, მასში 50%-ის წილი ეკუთვნის თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა, 50%-ის წილი კი ეკუთვნის „ინდუსტრიულ ინვესტმენტს".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
კალაძე: შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს
4 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" შევიდა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს და რაიმე დარღვევა თუ გამოვლინდება, ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.
„აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოძიება 2023 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხება.
„მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიჰყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
4 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" შევიდა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული მასალები დაედო. აუდიტმა ქარხნის საქმიანობაში შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთა, რის შემდეგაც მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც ის, არიან თუ არა საქმეში ბრალდებული პირები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
აღნიშნული კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურების გაწევით არის დაკავებული. საჯარო რეესტრის თანახმად, მასში 50%-ის წილი ეკუთვნის თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა, 50%-ის წილი კი ეკუთვნის „ინდუსტრიულ ინვესტმენტს".