https://sputnik-georgia.com/20260209/-------297045977.html
ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები... 09.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-09T13:29+0400
2026-02-09T13:29+0400
2026-02-09T14:31+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უნგრეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387180_0:112:2048:1265_1920x0_80_0_0_71c15834afef2ba101a61c23703094f8.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დპილომატი მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში, რომელიც 9-10 თებერვალს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან.Budapest Global Dialogue (BGD) –(BGD) მაღალი დონის საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონფერენციაა, რომელიც ორგანიზებულია უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და Observer Research Foundation-ის მიერ.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387180_322:101:1840:1239_1920x0_80_0_0_104e865071337545d7481f18551c0b41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
13:29 09.02.2026 (განახლებულია: 14:31 09.02.2026) ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დპილომატი მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში, რომელიც 9-10 თებერვალს გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან.
Budapest Global Dialogue (BGD) –(BGD) მაღალი დონის საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონფერენციაა, რომელიც ორგანიზებულია უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და Observer Research Foundation-ის მიერ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.