https://sputnik-georgia.com/20260208/wvevamdelebma-enakshi-samxedro-pici-dades-297034927.html
წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს
წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს
Sputnik საქართველო
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. 08.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-08T17:00+0400
2026-02-08T17:00+0400
2026-02-08T17:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0a/248942510_22:0:1178:650_1920x0_80_0_0_8c72e06bdd1d47dd52446f45e3e4f8d8.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალწვეულებს ფიცის დადება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება. დღეიდან წვევამდელები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში. რვათვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. სამხედრო სამსახური საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული ёთავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას. 2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს: სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვესამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე; სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე. გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება. მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0a/248942510_166:0:1033:650_1920x0_80_0_0_072cb154932efbf2e87c9ce7e12974b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს თავდაცვა
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს თავდაცვა
წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალწვეულებს ფიცის დადება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.
ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება.
დღეიდან წვევამდელები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში.
რვათვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული ёთავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.