https://sputnik-georgia.com/20260208/kobaxidze-universitets-unda-davubrunot-dedauniversitetis-statusi-297037538.html
კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი
კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი
Sputnik საქართველო
დღეს, 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 108 წლის იუბილეს აღნიშნავს. 08.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-08T21:00+0400
2026-02-08T21:00+0400
2026-02-08T21:00+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/63/233936311_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_53deb28f23df38b62e7f1048a1b64fef.jpg
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშიდღეს, 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 108 წლის იუბილეს აღნიშნავს.კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ისტორიკოსისა და აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.ბოლო დღეებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება, რასაც საფუძვლად დაედო მთავრობის ინიციატივა თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ქვეყნის ორი უძველესი უნივერსიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების ვადა, შესაძლოა გახანგრძლივდეს.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოში უნივერსიტეტის შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. 1860-იან წლებში საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით უნივერსიტეტის გახსნის ორგანიზება.1917 წლის მაისში თბილისში, ქართველი ქიმიკოსის პეტრე მელიქიშვილის ბინაში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა. კრებას საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსებაში დიდი როლი ითამაშა.1917 წლის შემოდგომაზე საზოგადოების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ ჯერ მხოლოდ ფილოსოფიის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. უკვე დეკემბრის ბოლოს ქართულ პრესაში ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღების შესახებ განცხადება გაჩნდა.პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩია, ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.პირველ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ისეთი დიდი პროფესორები და ლექტორები, როგორებიც იყვნენ გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი და მრავალი სხვა.ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიონალური პროგრამებიც მოქმედებს, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. დღეს თსუ-ში 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/63/233936311_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_f55f1bc552be585e0e495cabdc73c3bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი
დღეს, 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 108 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში
დღეს, 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 108 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!“ – განაცხადა კობახიძემ.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ისტორიკოსისა და აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
ბოლო დღეებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება, რასაც საფუძვლად დაედო მთავრობის ინიციატივა თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ქვეყნის ორი უძველესი უნივერსიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების ვადა, შესაძლოა გახანგრძლივდეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოში უნივერსიტეტის შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. 1860-იან წლებში საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით უნივერსიტეტის გახსნის ორგანიზება.
1917 წლის მაისში თბილისში, ქართველი ქიმიკოსის პეტრე მელიქიშვილის ბინაში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა. კრებას საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსებაში დიდი როლი ითამაშა.
1917 წლის შემოდგომაზე საზოგადოების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ ჯერ მხოლოდ ფილოსოფიის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. უკვე დეკემბრის ბოლოს ქართულ პრესაში ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღების შესახებ განცხადება გაჩნდა.
პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩია, ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
პირველ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ისეთი დიდი პროფესორები და ლექტორები, როგორებიც იყვნენ გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი და მრავალი სხვა.
ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიონალური პროგრამებიც მოქმედებს, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. დღეს თსუ-ში 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.