https://sputnik-georgia.com/20260208/chxaidze-danonis-produqciaze-297037260.html
ჩხაიძე „დანონის“ პროდუქციაზე: რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს
ჩხაიძე „დანონის“ პროდუქციაზე: რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს
Sputnik საქართველო
გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს. 08.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-08T20:13+0400
2026-02-08T20:13+0400
2026-02-08T20:13+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_0:6:2000:1131_1920x0_80_0_0_ccacdac5f8ccf5d3f925d320aedcc942.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ხელოვნური რძის პროდუქტის მიღება და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვითარებული ღებინება უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. 7 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების ზედამხედველობით, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ექიმმა განმარტა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი ღებინება საშიში არ არის, მას არ შეუძლია გამოიწვიოს რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები და ბავშვის მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ თუ ეს ღებინება რამდენჯერმე განვითარდა დღის განმავლობაში, მაშინ გაუწყლოების რისკი არის ძალიან მაღალი. სეს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას. 2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია დანონის „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში, კომპანია „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850)-მ მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ - დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_212:0:1989:1333_1920x0_80_0_0_135d5cf728884c723677de5ac487e9cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩხაიძე „დანონის“ პროდუქციაზე: რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს
გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ხელოვნური რძის პროდუქტის მიღება და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვითარებული ღებინება უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
7 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების ზედამხედველობით, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს.
„თუ ბავშვს ხელოვნური კვების პროდუქტის მიღების შემდეგ დაეწყო ღებინება, ეს პერიოდი შეიძლება იყოს ნახევარი საათიდან გაცილებით უფრო მეტი დროის განმავლობაში და პირდაპირ უკავშირდება ამ ხელოვნური რძის პროდუქტის მიღებას, მაშინ პირველ რიგში უმჯობესია, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან ექიმს”, - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ექიმმა განმარტა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი ღებინება საშიში არ არის, მას არ შეუძლია გამოიწვიოს რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები და ბავშვის მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ თუ ეს ღებინება რამდენჯერმე განვითარდა დღის განმავლობაში, მაშინ გაუწყლოების რისკი არის ძალიან მაღალი.
სეს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.
2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ.
აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია დანონის „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში, კომპანია „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850)-მ მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ - დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.
პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.