https://sputnik-georgia.com/20260207/saqartvelosi-danonis-bavsvta-kvebis-konkretuli-partiebis-amoreba-mimdinareobs-297027757.html
საქართველოში „დანონის“ ბავშვთა კვების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს
საქართველოში „დანონის“ ბავშვთა კვების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
წარმოების პერიოდში „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე... 07.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-07T21:06+0400
2026-02-07T21:06+0400
2026-02-07T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_0:6:2000:1131_1920x0_80_0_0_ccacdac5f8ccf5d3f925d320aedcc942.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევას ახორციელებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანია „დანონი ნუტრიციადან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ.ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.„აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია „დანონის“ „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში - კომპანიამ „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ - დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_212:0:1989:1333_1920x0_80_0_0_135d5cf728884c723677de5ac487e9cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
საქართველოში „დანონის“ ბავშვთა კვების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს
წარმოების პერიოდში „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევას ახორციელებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანია „დანონი ნუტრიციადან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.
2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ.
ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია
ბმულზე.
„აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია „დანონის“ „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში - კომპანიამ „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ - დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.
სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას, აღნიშნეს უწყებაში.
ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს.