https://sputnik-georgia.com/20260207/saqartvelos-ucxour-gavlenastan-sauketeso-gamocdileba-aqvs-kobaxize-297024874.html
საქართველოს უცხოურ გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება აქვს - პრემიერი
საქართველოს უცხოურ გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება აქვს - პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველო აგრძელებს ბრძოლას უცხოურ გავლენასთან და სწორედ ამას უკავშირდება ცვლილებები კანონში „გრანტების შესახებ“, განაცხადა კობახიძემ 07.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-07T19:31+0400
2026-02-07T19:31+0400
2026-02-07T19:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296341841_0:68:2048:1220_1920x0_80_0_0_7b3a2fb4ecb287294e65cd06ee752c24.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს უცხოურ გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება აქვს და მზადაა, ის ევროპის საბჭოს გაუზიაროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ევროპის საბჭომ კვლევის ფარგლებში, სთხოვა წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, გაუზიაროს გამოცდილება უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის საკითხზე. საქართველოს შესაბამისი დოკუმენტი უკვე მოამზადა.გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას უცხოურ გავლენასთან და სწორედ ამას უკავშირდება ცვლილებები კანონში „გრანტების შესახებ“.„იყო კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას“, - განაცხადა პრემიერმა.ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევა, რომლის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების გაზიარება სთხოვეს, მოიცავს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296341841_166:0:1883:1288_1920x0_80_0_0_38b6a6926013b8a1716a00f8b9f0d98c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს უცხოურ გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება აქვს - პრემიერი
საქართველო აგრძელებს ბრძოლას უცხოურ გავლენასთან და სწორედ ამას უკავშირდება ცვლილებები კანონში „გრანტების შესახებ“, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს უცხოურ გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება აქვს და მზადაა, ის ევროპის საბჭოს გაუზიაროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპის საბჭომ კვლევის ფარგლებში, სთხოვა წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, გაუზიაროს გამოცდილება უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის საკითხზე. საქართველოს შესაბამისი დოკუმენტი უკვე მოამზადა.
„საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით. იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას უცხოურ გავლენასთან და სწორედ ამას უკავშირდება ცვლილებები კანონში „გრანტების შესახებ“.
„იყო კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევა, რომლის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების გაზიარება სთხოვეს, მოიცავს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.