https://sputnik-georgia.com/20260207/saertashoriso-rezervebi-gaizarda-297012368.html
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ზრდას განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ზრდას განაგრძობს
Sputnik საქართველო
2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18,1%-ს შეადგენს. 07.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-07T17:57+0400
2026-02-07T17:57+0400
2026-02-07T17:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის 31 იანვრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2025 წლის 31 დეკემბერს მიაღწია და 6,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.იანვარში რეზერვები 140,9 მლნ დოლარით გაიზარდა.როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - იანვრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.2026 წლის იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.1%-ს (1,143.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3-ჯერ, 643.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ზრდას განაგრძობს
2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18,1%-ს შეადგენს.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის 31 იანვრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2025 წლის 31 დეკემბერს მიაღწია და 6,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარში რეზერვები 140,9 მლნ დოლარით გაიზარდა.
„მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - იანვრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.1%-ს (1,143.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3-ჯერ, 643.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.