https://sputnik-georgia.com/20260207/aragvis-zidze-mozraoba-xval-ardgeba-297010352.html
არაგვის ხიდზე მოძრაობა ხვალ აღდგება
არაგვის ხიდზე მოძრაობა ხვალ აღდგება
Sputnik საქართველო
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 თებერვალს შეიზღუდა და სამუშაოები 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. 07.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-07T13:52+0400
2026-02-07T13:52+0400
2026-02-07T13:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23450/06/234500688_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c0c540991a9bf44fbe144bd0335f742d.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე, თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში სრულად აღდგება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (სენაკი - თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდა დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 თებერვალს შეიზღუდა და დაზიანებული გზის სარემონტო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23450/06/234500688_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_04650ef20d96496b9b21590af53bc5fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
არაგვის ხიდზე მოძრაობა ხვალ აღდგება
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 თებერვალს შეიზღუდა და სამუშაოები 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე, თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში სრულად აღდგება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (სენაკი - თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდა დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით:
ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 თებერვალს შეიზღუდა და დაზიანებული გზის სარემონტო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.