https://sputnik-georgia.com/20260206/uitkofi-molaparakebebi-abu-dabisi-uaxloes-kvirebsi-gagrzeldeba-297004496.html
უიტკოფი: მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უახლოეს კვირებში გაგრძელდება
უიტკოფი: მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უახლოეს კვირებში გაგრძელდება
Sputnik საქართველო
საამიროების დედაქალაქში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სამმხრივი მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T22:57+0400
2026-02-06T22:57+0400
2026-02-06T22:57+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/19/296794173_0:45:1234:739_1920x0_80_0_0_7699366e1a5c9ae3ba6402a296782800.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები აბუ-დაბიში შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები მომდევნო კვირებში გაგრძელდება, განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.„დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობებს და სამმხრივ მოლაპარაკებებს მომდევნო კვირებში გააგრძელებენ“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.მოლაპარაკებები აბუ-დაბიში და ტყვეების გაცვლაუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა, რაც ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლების სამმხრივ ფორმატში პირველი შეხვედრა იყო.მეორე რაუნდი 4 და 5 თებერვალს კვლავაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართა. ამ მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა 314 სამხედრო ტყვე გაცვალეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი გაცვლა იყო.„ეს შედეგი მიღწეული იქნა დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად“, - აღნიშნა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს, ხოლო სანაცვლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების 157 სამხედრო ტყვე გადაიყვანეს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/19/296794173_95:0:1140:784_1920x0_80_0_0_eba9fc12b82fb46aeadaaae111c53620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უიტკოფი: მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უახლოეს კვირებში გაგრძელდება
საამიროების დედაქალაქში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სამმხრივი მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები აბუ-დაბიში შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები მომდევნო კვირებში გაგრძელდება, განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.
„დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობებს და სამმხრივ მოლაპარაკებებს მომდევნო კვირებში გააგრძელებენ“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
მოლაპარაკებები აბუ-დაბიში და ტყვეების გაცვლა
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა, რაც ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლების სამმხრივ ფორმატში პირველი შეხვედრა იყო.
მეორე რაუნდი 4 და 5 თებერვალს კვლავაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართა. ამ მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა 314 სამხედრო ტყვე გაცვალეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი გაცვლა იყო.
„ეს შედეგი მიღწეული იქნა დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად“, - აღნიშნა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს, ხოლო სანაცვლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების 157 სამხედრო ტყვე გადაიყვანეს.