https://sputnik-georgia.com/20260206/tbilissi-9-kvebis-obieqti-daluqes-296995911.html
თბილისში 9 კვების ობიექტი დალუქეს
თბილისში 9 კვების ობიექტი დალუქეს
Sputnik საქართველო
სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T13:00+0400
2026-02-06T13:00+0400
2026-02-06T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675691_0:150:3078:1881_1920x0_80_0_0_5712262c0024045e2cec7ade50030f6b.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია: გარდა კრიტიკული შეუსაბამობების, აღნიშნულ ობიექტებში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675691_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_927c9d2761e7fb58228e52ae8d4e7cbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
თბილისში 9 კვების ობიექტი დალუქეს
სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:
1.
შპს "კოსმო ინკ", ბრენდული დასახელება Fire wok (თბილისი, დადიანის 20);
2.
ინდმეწარმე ჰ. ს. (გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
3.
შპს "მიაო ჯია" ( თაბუკაშვილის ქუჩა 6);
4.
შპს "იომი 1977" (გამრეკელის 3);
5.
ინდმეწარმე დ. ქ. სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ);
6.
შპს "რ ნ ა ენთერფრაისი", ( შ. ნუცუბიძის 2);
7.
შპს "ალ მადინა კეივ" (ტეტელაშვილის ქუჩა 2);
8.
შპს "იოკო აზია" (კაფე-ბარი რესტორანი; ჭავჭავაძის ქ. N19);
9.
შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (ბუდაპეშტის 32).
გარდა კრიტიკული შეუსაბამობების, აღნიშნულ ობიექტებში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს.