https://sputnik-georgia.com/20260206/neitraluri-saqartvelo-mzadaa-daamtkicos-mzadaa-daamtkicos-debaebsi-evrointegraciis-damazianebeli-sedegebi-297001517.html
„ნეიტრალური საქართველო“ მზადაა დაამტკიცოს დებატებში ევროინტეგრაციის დამაზიანებელი შედეგები
„ნეიტრალური საქართველო“ მზადაა დაამტკიცოს დებატებში ევროინტეგრაციის დამაზიანებელი შედეგები
Sputnik საქართველო
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ უკვე დაინახა შეუსაბამობა ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზნებსა და ევროკავშირის რეალურ პოლიტიკას შორის 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T19:55+0400
2026-02-06T19:55+0400
2026-02-06T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_99b0e752b0745bb5c5670249c3ec86d6.jpg
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. პარტიამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გამოაცხადა მზადყოფნა, ჩაერთოს საჯარო დებატებში ქვეყნის ხელისუფლებასთან ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მავნებლობა დაამტკიცოს.პარტიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მწვავედ ისმის კითხვები საქართველოს საგარეო კურსსა და მის შესაბამისობაზე ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებაზე. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე ევროინტეგრაცია არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს და ღია დისკუსიას მოითხოვს.მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ უკვე დაინახა შეუსაბამობა ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზნებსა და ევროკავშირის რეალურ პოლიტიკას შორის და რომ ევროკავშირისკენ სვლა მისი ამჟამინდელი ფორმატით სულ უფრო მეტ კითხვებს ბადებს მოქალაქეებში.„საზოგადოებამ ეს გაიაზრა და ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.პარტია აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ბევრი საყვედური აქვს ევროკავშირისადმი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, თუ როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე“, აღნიშნეს პარტიაში.საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ევროკავშირის თითოეული ქმედება საქართველოს მიმართ — დაწყებული რევოლუციების დაფინანსებიდან, დამთავრებული უსამართლო სანქციებითა და გამუდმებული მუქარით ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, აღნიშნეს პარტიაში.გარდა ამისა, როგორც პარტიაში აღნიშნეს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან, ოთხი წლის განმავლობაში, „დიპ სტეიტის“ მცდელობებმა საქართველო ჩაითრიოს კონფლიქტში და ევროკავშირის აქტიურმა ჩართულობამ ბიუროკრატიული მექანიზმების მეშვეობით, ევროპული ინტეგრაცია სულ უფრო მიუღებელი გახადა ქვეყნის მოქალაქეებისთვის.ამ ფონზე, პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას სერიოზული კითხვები აქვს ქვეყნის ხელისუფლების მიმართ: რამდენ ხანს უგულებელყოფენ მოქალაქეების მოსაზრებებს და გააგრძელებენ ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც სახელმწიფოსთვის საზიანოა და ხელოვნურად არის მხარდაჭერილი?პარტიის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ არწმუნებენ, რომ ამ საკითხის დიდხანს დამალვა შეუძლებელია, რადგან ხალხის ნება მოითხოვს ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფების გადახედვას, რომელიც, მათი აზრით, ეკონომიკურ, სულიერ და მორალურ კრიზისშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_5d526e53cdc541cc5572c67e77455409.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
„ნეიტრალური საქართველო“ მზადაა დაამტკიცოს დებატებში ევროინტეგრაციის დამაზიანებელი შედეგები
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ უკვე დაინახა შეუსაბამობა ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზნებსა და ევროკავშირის რეალურ პოლიტიკას შორის
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. პარტიამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გამოაცხადა მზადყოფნა, ჩაერთოს საჯარო დებატებში ქვეყნის ხელისუფლებასთან ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მავნებლობა დაამტკიცოს.
პარტიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მწვავედ ისმის კითხვები საქართველოს საგარეო კურსსა და მის შესაბამისობაზე ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებაზე. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე ევროინტეგრაცია არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს და ღია დისკუსიას მოითხოვს.
„ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და, ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - საუბარია განცხადებაში.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ უკვე დაინახა შეუსაბამობა ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზნებსა და ევროკავშირის რეალურ პოლიტიკას შორის და რომ ევროკავშირისკენ სვლა მისი ამჟამინდელი ფორმატით სულ უფრო მეტ კითხვებს ბადებს მოქალაქეებში.
„საზოგადოებამ ეს გაიაზრა და ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პარტია აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ბევრი საყვედური აქვს ევროკავშირისადმი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, თუ როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე“, აღნიშნეს პარტიაში.
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ევროკავშირის თითოეული ქმედება საქართველოს მიმართ — დაწყებული რევოლუციების დაფინანსებიდან, დამთავრებული უსამართლო სანქციებითა და გამუდმებული მუქარით ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, აღნიშნეს პარტიაში.
გარდა ამისა, როგორც პარტიაში აღნიშნეს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან, ოთხი წლის განმავლობაში, „დიპ სტეიტის“ მცდელობებმა საქართველო ჩაითრიოს კონფლიქტში და ევროკავშირის აქტიურმა ჩართულობამ ბიუროკრატიული მექანიზმების მეშვეობით, ევროპული ინტეგრაცია სულ უფრო მიუღებელი გახადა ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ამ ფონზე, პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას სერიოზული კითხვები აქვს ქვეყნის ხელისუფლების მიმართ: რამდენ ხანს უგულებელყოფენ მოქალაქეების მოსაზრებებს და გააგრძელებენ ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც სახელმწიფოსთვის საზიანოა და ხელოვნურად არის მხარდაჭერილი?
პარტიის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ არწმუნებენ, რომ ამ საკითხის დიდხანს დამალვა შეუძლებელია, რადგან ხალხის ნება მოითხოვს ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფების გადახედვას, რომელიც, მათი აზრით, ეკონომიკურ, სულიერ და მორალურ კრიზისშია.