https://sputnik-georgia.com/20260206/helsinkis-komisia-dartymis-qves-saqartvelosi-ucxouri-zalebis-mxridan-kontrolze-saubroben-297002189.html
ჰელსინკის კომისია დარტყმის ქვეშ: საქართველოში უცხოური ძალების მხრიდან კონტროლზე საუბრობენ
ჰელსინკის კომისია დარტყმის ქვეშ: საქართველოში უცხოური ძალების მხრიდან კონტროლზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ჰელსინკის კომისიის მავნე გავლენის „კლასიკური მაგალითი“ უწოდა, რომელიც აშშ-ის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T21:08+0400
2026-02-06T21:08+0400
2026-02-06T21:08+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
აშშ
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_e7b290e3772919c97cfd4c8d9e25b87a.jpg
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ჰელსინკის კომისიამ დაკარგა ძველი რეპუტაცია და იქცა ზეწოლის ინსტრუმენტად იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც გარე გავლენისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.ამერიკელმა ჟურნალისტმა მაიკლ შელენბერგერმა Public-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელზე სტივენ შრეიჯზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ აშშ-ის ჰელსინკის კომისია „კომპრომეტირებულია“ და გარე ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებს. შრეიჯმა განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს კომპრომატი და მოუწოდა ფედერალურ სადაზვერვო სამსახურსა და პროკურატურას გამოძიება დაიწყონ.დეპუტატმა კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, MEGOBARI Act-ის ავტორის, კონგრესმენ ჯო უილსონი მაგალითად მოიყვანა, რომელიც საქართველოს მთავრობის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. მმართველი პარტია მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრებთან მჭიდრო კავშირებში ადანაშაულებს.იმას, რაზეც ადრე საქართველოში საუბრობდნენ, ახლა თავად შეერთებულ შტატებში ისმის, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.ამასთან დეპუტატმა აღნიშნა რომ მოსახლეობამ ყველა განცხადებას არ უნდა დაუჯეროს, რაც უცხოეთიდან მოდის.„საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რაც უცხოეთიდან მოდის, ეს მოვლენები, კიდევ ერთხელ დააფიქრებს იმაზე, რომ ნებისმიერი სიტყვა, თუ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უცხოეთიდან მოდის, აუცილებლად მართალი არ არის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.მამამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მაგალითზე ჩანს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფ სთეითის ხაზს აქტიურად ატარებს და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.რა მოხდა MEGOBARI Act-თან დაკავშირებით?კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელიც „დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“ ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შემოღებას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა ინიცირებული.მისი ავტორია ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ცნობილია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა MEGOBARI Act-ი.თუმცა, მედიის ცნობით, MEGOBARI Act-ი აშშ-ის სენატში რესპუბლიკელი სენატორ მარკვეინ მალინის ინიციატივით დაიბლოკა. მან და კიდევ რამდენიმე სენატორმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ კანონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ თანამდებობის პირებს, არამედ ქართველ ხალხს. სანქციების ნაცვლად სენატორებმა წამოაყენეს წინადადება - თბილისს დიალოგისა და პოლიტიკის გადახედვის შანსი მიეცეს.მედიის ცნობით, აგვისტოს ბოლოს სენატორმა მალინმა ასევე მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ MEGOBARI Act-ი „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის" (NDAA) პაკეტიდან ამოეღოთ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4e9d0bb642ba765311bd529a0d90a33f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, აშშ , ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, აშშ , ქართული ოცნება
ჰელსინკის კომისია დარტყმის ქვეშ: საქართველოში უცხოური ძალების მხრიდან კონტროლზე საუბრობენ
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ჰელსინკის კომისიის მავნე გავლენის „კლასიკური მაგალითი“ უწოდა, რომელიც აშშ-ის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ჰელსინკის კომისიამ დაკარგა ძველი რეპუტაცია და იქცა ზეწოლის ინსტრუმენტად იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც გარე გავლენისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
ამერიკელმა ჟურნალისტმა მაიკლ შელენბერგერმა Public-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელზე სტივენ შრეიჯზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ აშშ-ის ჰელსინკის კომისია „კომპრომეტირებულია“ და გარე ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებს. შრეიჯმა განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს კომპრომატი და მოუწოდა ფედერალურ სადაზვერვო სამსახურსა და პროკურატურას გამოძიება დაიწყონ.
"ჰელსინკის კომისია, რომელსაც ადრე ჰქონდა შესაბამისი მაღალი რეპუტაცია, ახლა, სამწუხაროდ, გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან სარგებლობენ“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
დეპუტატმა კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, MEGOBARI Act-ის ავტორის, კონგრესმენ ჯო უილსონი მაგალითად მოიყვანა, რომელიც საქართველოს მთავრობის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. მმართველი პარტია მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრებთან მჭიდრო კავშირებში ადანაშაულებს.
იმას, რაზეც ადრე საქართველოში საუბრობდნენ, ახლა თავად შეერთებულ შტატებში ისმის, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი მოიძებნენ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია პირდაპირ ახორციელებს „დიფ სთეითის" დაკვეთას - მათ კონტროლს არის დაქვემდებარებული და მათ დავალებებს ასრულებს. ეს ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე ვიცოდით და ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია“, - განაცხადა სეფაშვილმა.
ამასთან დეპუტატმა აღნიშნა რომ მოსახლეობამ ყველა განცხადებას არ უნდა დაუჯეროს, რაც უცხოეთიდან მოდის.
„საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რაც უცხოეთიდან მოდის, ეს მოვლენები, კიდევ ერთხელ დააფიქრებს იმაზე, რომ ნებისმიერი სიტყვა, თუ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უცხოეთიდან მოდის, აუცილებლად მართალი არ არის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მამამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მაგალითზე ჩანს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფ სთეითის ხაზს აქტიურად ატარებს და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
„გახსოვთ, რომ აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში ჩართული იყო კონკრეტულად უილსონიც და ამ ყველაფერსაც რეალურად ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა აშშ-ში. ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფ სთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რა მოხდა MEGOBARI Act-თან დაკავშირებით?
კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელიც „დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“ ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შემოღებას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა ინიცირებული.
მისი ავტორია ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ცნობილია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა MEGOBARI Act-ი.
თუმცა, მედიის ცნობით, MEGOBARI Act-ი აშშ-ის სენატში რესპუბლიკელი სენატორ მარკვეინ მალინის ინიციატივით დაიბლოკა. მან და კიდევ რამდენიმე სენატორმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ კანონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ თანამდებობის პირებს, არამედ ქართველ ხალხს. სანქციების ნაცვლად სენატორებმა წამოაყენეს წინადადება - თბილისს დიალოგისა და პოლიტიკის გადახედვის შანსი მიეცეს.
მედიის ცნობით, აგვისტოს ბოლოს სენატორმა მალინმა ასევე მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ MEGOBARI Act-ი „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის" (NDAA) პაკეტიდან ამოეღოთ.