https://sputnik-georgia.com/20260206/axalgazrda-mamakacis-mkvlelobis-saqmeze-gdd-s-specrazmeli-daakaves-297000751.html
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გდდ-ს სპეცრაზმელები დააკავეს
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გდდ-ს სპეცრაზმელები დააკავეს
Sputnik საქართველო
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებულია ერთ-ერთი სპეცრაზმელის ძმა. 06.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-06T19:10+0400
2026-02-06T19:10+0400
2026-02-06T19:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ვარკეთილში მომხდარ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ორი სპეცრაზმელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "ტვ პირველი". შემთხვევა 2024 წლის დეკემბერში ვარკეთილში მოხდა, რა დროსაც 27 წლის მიშო ქავთარაძე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს. ჭრილობები მიაყენეს მოკლული ბიჭის მამას, გელა ქავთარაძესაც. ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, რომლებიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ. გამოძიების მიხედვით, დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, თუმცა 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. ქავთარაძის მკვლელობისა და კიდევ სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს გორში ერთი პირი დააკავა. 24 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ის გუშინ დაკავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელის ძმაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გდდ-ს სპეცრაზმელები დააკავეს
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებულია ერთ-ერთი სპეცრაზმელის ძმა.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ვარკეთილში მომხდარ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ორი სპეცრაზმელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "ტვ პირველი".
შემთხვევა 2024 წლის დეკემბერში ვარკეთილში მოხდა, რა დროსაც 27 წლის მიშო ქავთარაძე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს. ჭრილობები მიაყენეს მოკლული ბიჭის მამას, გელა ქავთარაძესაც. ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, რომლებიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ.
გამოძიების მიხედვით, დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, თუმცა 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
ქავთარაძის მკვლელობისა და კიდევ სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს გორში ერთი პირი დააკავა. 24 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ის გუშინ დაკავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელის ძმაა.