https://sputnik-georgia.com/20260205/teqinspeqtirebis-yalbi-dokumentebis-gacemistvis-ori-piri-daakaves-296979402.html
ტექ-ინსპეტირების ყალბი დოკუმენტების გაცემისთის ორი პირი დააკავეს
ტექ-ინსპეტირების ყალბი დოკუმენტების გაცემისთის ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საქმეის სხვა შესაძლო ფიგურანტების დასადგენად. 05.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-05T19:36+0400
2026-02-05T19:36+0400
2026-02-05T19:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1a/249809697_0:48:1722:1017_1920x0_80_0_0_4a0c28993e0cbe5e8a904a06a883d5b4.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ აკრედიტებული დაწესებულების სახელით, ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბი სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მათ მიერ შემოწმებული ავტოტრანსპორტის აირბალონის სისტემა და აირბალონი შეესაბამებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. "ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, აღნიშნული აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებისა და აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით", - აღნიშულია ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1a/249809697_152:0:1571:1064_1920x0_80_0_0_0421694f0449fe0958598dd0692580ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ტექ-ინსპეტირების ყალბი დოკუმენტების გაცემისთის ორი პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საქმეის სხვა შესაძლო ფიგურანტების დასადგენად.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ აკრედიტებული დაწესებულების სახელით, ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბი სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მათ მიერ შემოწმებული ავტოტრანსპორტის აირბალონის სისტემა და აირბალონი შეესაბამებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
"ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, აღნიშნული აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებისა და აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით", - აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.