თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საელჩოში უმასპინძლა

© Georgia in USAსაქართველოს საელჩო აშშ-ში
საქართველოს საელჩო აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს - დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს ჯონათან ასკონასსა და სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ იოკის საქართველოს საელჩოში უმასპინძლა.
ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლი და განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საუბარი შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0