საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტი უკანონოდ გადმოიყვანეს: დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Stringerსარფის საკონტროლო გამშვები პუნქტი
სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
ორივე დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის გადაყვანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 33 წლის პირმა საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით სასაზღვრო გამტარი პუნქტი "სარფის" გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, თურქეთის რესპუბლიკის 27 წლის მოქალაქე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით და 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0