სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები აღმოაჩინეს

© Sputnik / Alex Tikhomirovყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები დაიცვან.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს, ნათქვამი8ა უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ინდმეწარმე ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
"ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით", - აღნიშულია ინფორმაციაში.
დარღვევები გამოვლინდა ყველის საწარმოშიც, სადაც კიდევ ერთი ინდმეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
"საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი", - აღნიშულია ინფორმაციაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ორი არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0