https://sputnik-georgia.com/20260205/ruseti-da-ukraina-samxedro-tyveebis-gacvlaze-setanxmdnen-uitkofi-296981717.html
რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ - უიტკოფი
რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ - უიტკოფი
Sputnik საქართველო
ამ კვირაში აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდი იმართება. 05.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-05T21:09+0400
2026-02-05T21:09+0400
2026-02-05T21:09+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/15/292209907_0:72:981:624_1920x0_80_0_0_fd0156d17e94791f6b182c12b095ff80.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. რუსეთი, აშშ და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა.ამ კვირაში აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებები ოთხშაბათს, 4 თებერვალს დაიწყო და ხუთშაბათს გაგრძელდა.უიტკოფმა მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა.„დღეს შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა 314 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ - ეს ბოლო ხუთ თვეში პირველი ასეთი გაცვლაა. ეს შედეგი მიღწეული იქნა დეტალური და პროდუქტიული მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად“, - დაწერა მან სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია, თუმცა მიღწეული შეთანხმება აჩვენებს, რომ დიპლომატიურ ჩართულობას ხელშესახები შედეგები მოაქვს.მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. უიტკოფი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში დამატებით პროგრესს მომდევნო კვირებში ელის.უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დახურული ფორმატით აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. ეს ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლების სამმხრივ ფორმატში პირველი შეხვედრა იყო.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/15/292209907_27:0:954:695_1920x0_80_0_0_03a89d118f2aa735ae7c9134e4eeed08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ
რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ - უიტკოფი
ამ კვირაში აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდი იმართება.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. რუსეთი, აშშ და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა.
ამ კვირაში აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებები ოთხშაბათს, 4 თებერვალს დაიწყო და ხუთშაბათს გაგრძელდა.
უიტკოფმა მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა.
„დღეს შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა 314 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ - ეს ბოლო ხუთ თვეში პირველი ასეთი გაცვლაა. ეს შედეგი მიღწეული იქნა დეტალური და პროდუქტიული მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად“, - დაწერა მან სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია, თუმცა მიღწეული შეთანხმება აჩვენებს, რომ დიპლომატიურ ჩართულობას ხელშესახები შედეგები მოაქვს.
მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. უიტკოფი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში დამატებით პროგრესს მომდევნო კვირებში ელის.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დახურული ფორმატით აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. ეს ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლების სამმხრივ ფორმატში პირველი შეხვედრა იყო.