https://sputnik-georgia.com/20260205/ratis-barsi-18-wlis-biwis-mkvlelobasi-braldebuls-uvado-patimroba-miesaja-296978277.html
„რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
„რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
მკვლელობა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 2025 წელს 11 მაისის მოხდა. 05.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-05T17:42+0400
2026-02-05T17:42+0400
2026-02-05T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_0:185:3696:2264_1920x0_80_0_0_0ec67a5e74dab8fe5bb1af0eb14991d2.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ "რატის ბარში" 18 წლის ალეკო შაკიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. 37 წლის ივანე გიგლემიანი "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2025 წლის 11 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე "რატის ბარში" ბრალდებულმა ბიჭს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ამავეე საქმეზე გიგლემიანთან ერთად კიდევ ერთი პირი, 46 წლის რაჯი პაკელიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. მას 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მედია მკვლელობის დეტალებზე2025 წლის 18 მაისის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ბიჭმა გიგლემიანს შემთხვევით მხარი გაკრა, რის შემდეგაც ის ბრალდებულმა ოთახში შეიყვანა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ გოგლემიანი სუფრას დაუბრუნდა და დაჭრილი ბიჭი ოთახში დატოვა. სუფრაზე გიგლემიანმა რაჯი პაკელიანს უამბო მომხდარის შესახებ. შედეგ ორივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დაჭრილი ბიჭი იქ მყოფმა ადამიანებმა ამოიყვანეს ბარიდან, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიის ცნობით, ივანე გიგლემიანი წარსულშიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. ის 2007 წელსაც დააკავეს 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიგლემიანს 2017 წელს ამნისტია შეეხო და საპატიმრო დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/28/236902895_216:0:3480:2448_1920x0_80_0_0_1e4a251ef7994bff6e6c47310befad47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, კრიმინალი საქართველოში
„რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მკვლელობა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 2025 წელს 11 მაისის მოხდა.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ "რატის ბარში" 18 წლის ალეკო შაკიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
37 წლის ივანე გიგლემიანი "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2025 წლის 11 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე "რატის ბარში" ბრალდებულმა ბიჭს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ამავეე საქმეზე გიგლემიანთან ერთად კიდევ ერთი პირი, 46 წლის რაჯი პაკელიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. მას 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მედია მკვლელობის დეტალებზე
2025 წლის 18 მაისის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ბიჭმა გიგლემიანს შემთხვევით მხარი გაკრა, რის შემდეგაც ის ბრალდებულმა ოთახში შეიყვანა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ გოგლემიანი სუფრას დაუბრუნდა და დაჭრილი ბიჭი ოთახში დატოვა. სუფრაზე გიგლემიანმა რაჯი პაკელიანს უამბო მომხდარის შესახებ. შედეგ ორივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დაჭრილი ბიჭი იქ მყოფმა ადამიანებმა ამოიყვანეს ბარიდან, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ცნობით, ივანე გიგლემიანი წარსულშიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. ის 2007 წელსაც დააკავეს 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიგლემიანს 2017 წელს ამნისტია შეეხო და საპატიმრო დატოვა.