რას ვჭამთ: რუსთავსა და გარდაბანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

© photo: Sputnikყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქვემო ქართლში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ინდმეწარმე რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) სამი საწარმო (შპს Cheese line და ორი ინდმეწარმე) გარდაბანში, სოფელ თელეთშიც.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით.
სააგენტოს ცნობით, აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.
ყველა ახალი ამბავი
0