https://sputnik-georgia.com/20260205/aragvis-xidze-mozraoba-seizrudeba-296971929.html
არაგვის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
არაგვის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვების დაწესების მიზეზი მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. 05.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-05T13:32+0400
2026-02-05T13:32+0400
2026-02-05T13:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124523_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f6d15563553d9cf6e9546323b2f94346.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე, თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლზე, ავტომობილების მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე მდებარე ხიდზე სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა დაზიანდა. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები უწყებაში აღნიშნავენ , რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი."ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას", - აღნიშავენ დეპარტამენტში.საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას. მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124523_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6c97e3f4cd381f18a4130f01890f2484.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
არაგვის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
შეზღუდვების დაწესების მიზეზი მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე, თბილისის მიმართულებით მარცხენა ზოლზე, ავტომობილების მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე მდებარე ხიდზე სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა დაზიანდა.
"მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, გზაზე დაწესდება მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები
უწყებაში აღნიშნავენ , რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
"ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას", - აღნიშავენ დეპარტამენტში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.