https://sputnik-georgia.com/20260204/ra-moxdeba-tu-piri-meriis-jarimebs-ar-caibarebs-kalazis-ganmarteba-296955007.html
რა მოხდება თუ პირი მერიის ჯარიმებს არ ჩაიბარებს: კალაძის განმარტება
რა მოხდება თუ პირი მერიის ჯარიმებს არ ჩაიბარებს: კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც, განაცხადა თბილისის მერმა 04.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-04T18:21+0400
2026-02-04T18:21+0400
2026-02-04T18:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/78/239307897_7:0:1200:671_1920x0_80_0_0_6129f1223afe059d94310a3bd5350ba7.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით არ ჩაიბარებს, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც. მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და უკვე დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებული იქნება კონკრეტული წესი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული წესის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაეგზავნება საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე – Decisions.tbilisi.gov.ge. "ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის სრულყოფილად აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევების მიმართ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დაჯარიმება არ გვიხარია, თუმცა კანონს უნდა დავემორჩილოთ. კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად", – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/78/239307897_156:0:1051:671_1920x0_80_0_0_f0940edb2e1a375abefb74bd1f288dce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია
რა მოხდება თუ პირი მერიის ჯარიმებს არ ჩაიბარებს: კალაძის განმარტება
ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც, განაცხადა თბილისის მერმა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით არ ჩაიბარებს, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც.
"ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და უკვე დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებული იქნება კონკრეტული წესი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.
როგორც კალაძემ განმარტა, აღნიშნული წესის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაეგზავნება საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე – Decisions.tbilisi.gov.ge.
"ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის სრულყოფილად აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევების მიმართ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დაჯარიმება არ გვიხარია, თუმცა კანონს უნდა დავემორჩილოთ. კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად", – განაცხადა კახა კალაძემ.