https://sputnik-georgia.com/20260204/ra-darrvevebi-gamoavlina-sursatis-erovnulma-saagentom-tbilisis-kvebis-obieqtebsi-296955320.html
რა დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის კვების ობიექტებში
რა დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის კვების ობიექტებში
Sputnik საქართველო
უწყება მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე 04.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-04T19:41+0400
2026-02-04T19:41+0400
2026-02-04T19:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279754541_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fd75b0bdf40b91726f96607fbee4e4b1.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი13 კვების ობიექტის სამზარეულოში განხორციელდა. ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. "ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები", - ნათქვამია ინფორმაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279754541_57:0:1801:1308_1920x0_80_0_0_e8e4ec79d685ad821f31241efee2a799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, თბილისი დღეს
რა დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის კვების ობიექტებში
უწყება მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი13 კვების ობიექტის სამზარეულოში განხორციელდა.
"სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
"ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.