https://sputnik-georgia.com/20260204/cxreka-vagonsaremonto-qarxanasi-prokuratura-didi-odenobit-tanxis-gaflangvis-saqmes-iziebs-296955828.html
ჩხრეკა ვაგონსარემონტო ქარხანაში: პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეს იძიებს
ჩხრეკა ვაგონსარემონტო ქარხანაში: პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეს იძიებს
Sputnik საქართველო
3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 04.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-04T14:30+0400
2026-02-04T14:30+0400
2026-02-04T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23566/00/235660024_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b72b66adfdc110eae2d4255bbdf8208b.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმე ეხება სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელ პირებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები დაედო. უწყების ინფორმაციით, გუშინ, 3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკები. გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც საქმეში ბრალდებული პირები.სააქციო საზოგადოება ‘’ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი’’ შეიქმნა 1996 წელს. სააქციო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას მეტროპოლიტენისათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23566/00/235660024_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_a5652f076523462cd912f79f76ccb03d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ჩხრეკა ვაგონსარემონტო ქარხანაში: პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეს იძიებს
3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელ პირებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები დაედო.
უწყების ინფორმაციით, გუშინ, 3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკები.
გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც საქმეში ბრალდებული პირები.
სააქციო საზოგადოება ‘’ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი’’ შეიქმნა 1996 წელს. სააქციო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას მეტროპოლიტენისათვის.