https://sputnik-georgia.com/20260203/saidan-shemodis-saqartveloshi-rze-da-nagebi-296926905.html
საიდან შემოდის საქართველოში რძე და ნაღები? დასახელდა ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები
საიდან შემოდის საქართველოში რძე და ნაღები? დასახელდა ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები
Sputnik საქართველო
საქართველო წელიწადში საშუალოდ 500 ათას ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს, რომლის ნაწილიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის გამოიყენება 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T12:59+0400
2026-02-03T12:59+0400
2026-02-03T12:59+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23599/72/235997235_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_ca4d83adad592976fc59a195e244981d.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს საქართველომ 22,7 მლნ დოლარის ღირებულების რძე და ნაღები შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 36,4%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტმა 22,7 მლნ დოლარი, ხოლო მოცულობამ 19.572 ტონა შეადგინა. 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 16,6 მლნ დოლარის ღირებულების 14.665 ტონა პროდუქცია. გასულ წელს საქართველოსთვის რძისა და ნაღების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, საიდანაც იმპორტმა 5 მლნ დოლარი და 6 018 ტონა შეადგინა.ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი მეორე ადგილზეა - 4 მლნ დოლარის ღირებულების 3,2 ათასი ტონა რძე და ნაღები, ხოლო მესამე ადგილზეა პოლონეთი - 3,5 მლნ დოლარის ღირებულების 3,3 ათასი ტონა.ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია საფრანგეთი და ბელარუსი.საქართველო წელიწადში საშუალოდ 500 ათას ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს, რომლის ნაწილიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის გამოიყენება. 2025 წელს საქართველოში რძის ფასი საშუალოდ 4%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23599/72/235997235_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4eb1cb8954ecb63b9c5eeeaec38154ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საიდან შემოდის საქართველოში რძე და ნაღები? დასახელდა ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები
საქართველო წელიწადში საშუალოდ 500 ათას ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს, რომლის ნაწილიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის გამოიყენება
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს საქართველომ 22,7 მლნ დოლარის ღირებულების რძე და ნაღები შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 36,4%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტმა 22,7 მლნ დოლარი, ხოლო მოცულობამ 19.572 ტონა შეადგინა. 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 16,6 მლნ დოლარის ღირებულების 14.665 ტონა პროდუქცია.
გასულ წელს საქართველოსთვის რძისა და ნაღების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, საიდანაც იმპორტმა 5 მლნ დოლარი და 6 018 ტონა შეადგინა.
ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი მეორე ადგილზეა - 4 მლნ დოლარის ღირებულების 3,2 ათასი ტონა რძე და ნაღები, ხოლო მესამე ადგილზეა პოლონეთი - 3,5 მლნ დოლარის ღირებულების 3,3 ათასი ტონა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია საფრანგეთი და ბელარუსი.
საქართველო წელიწადში საშუალოდ 500 ათას ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს, რომლის ნაწილიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის გამოიყენება. 2025 წელს საქართველოში რძის ფასი საშუალოდ 4%-ით გაიზარდა.