https://sputnik-georgia.com/20260203/rogor-sheicvala-binebis-pasi-tbilisshi-axali-statistika-296920444.html
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3 314 ლარს შეადგენდა. 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T17:29+0400
2026-02-03T17:29+0400
2026-02-03T17:29+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 7%-ით გაიზარდა, ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით ფასები 1,5%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეოთხე კვარტალში 59,4%-ით გაიზარდა.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2025 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 3,5%-ით გაიზარდა.თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2025 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 2,5%-ით გაიზარდა.„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.260 ლარი, თეთრი კარკასი – 3.574ლარი, მწვანე კარკასი – 4.318 ლარი.2024 წლის მეოთხე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.230 ლარი, თეთრი კარკასი – 3.562 ლარი, მწვანე კარკასი – 4.085 ლარი.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
2025 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3 314 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 7%-ით გაიზარდა, ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით ფასები 1,5%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეოთხე კვარტალში 59,4%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2025 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 3,5%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 6 738 |
ვაკე | 5 874 |
ჩუღურეთი | 4 353 |
საბურთალო | 4 313 |
კრწანისი | 4 181 |
დიდუბე | 4 054 |
ნაძალადევი | 3 978 |
ისანი | 3 854 |
გლდანი | 3 731 |
სამგორი | 3 549 |
თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2025 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა, 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 2,5%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 4 594 |
ვაკე | 4 311 |
საბურთალო | 3 504 |
დიდუბე | 3 369 |
სამგორი | 3 121 |
ისანი | 3 110 |
ჩუღურეთი | 3 088 |
გლდანი | 2 985 |
კრწანისი | 2 830 |
ნაძალადევი | 2 660 |
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.260 ლარი, თეთრი კარკასი – 3.574ლარი, მწვანე კარკასი – 4.318 ლარი.
2024 წლის მეოთხე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.230 ლარი, თეთრი კარკასი – 3.562 ლარი, მწვანე კარკასი – 4.085 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.