https://sputnik-georgia.com/20260203/parlamentshi-fasebis-shemswavleli-komisia-sheiqmna-296943132.html
ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა
ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა
Sputnik საქართველო
კომისია 14 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან შვიდი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T18:18+0400
2026-02-03T18:18+0400
2026-02-03T18:18+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291367351_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c31812f99b7f401211707997c110dfc5.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ" დადგენილების პროექტს 88 ხმით მხარი დაუჭირა.ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ხუთშაბათს, 5 თებერვალს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება - კომისიის უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრება.კომისია 14 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან შვიდი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, სამ-სამი ფრაქციების „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, ხოლო ერთი „ევროსოციალისტების" წარმომადგენელი იქნება.4 თებერვალს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება.დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კომისის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური თემა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291367351_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4c0d3ba3fe70933b76792b43583baf65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა
კომისია 14 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან შვიდი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ" დადგენილების პროექტს 88 ხმით მხარი დაუჭირა.
ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ხუთშაბათს, 5 თებერვალს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება - კომისიის უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრება.
კომისია 14 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან შვიდი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, სამ-სამი ფრაქციების „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, ხოლო ერთი „ევროსოციალისტების" წარმომადგენელი იქნება.
4 თებერვალს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება.
დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კომისის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური თემა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს.