სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

© courtesy of Investigation serviceხორცი
ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2026
გამოწერა
მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმო პროცესი.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა შიდა ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს თანამშრომლებმა არალეგალური სასაკლაოები გორში, გოგებაშვილის N2-ში, ყიფიანის N29-ში და გურამიშვილის ჩიხი N2-ში გამოავლინეს. ისინი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
„ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ცხოველების დაკვლა ხდებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებისა ცნობით, გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმო პროცესი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. სააგენტო აქტიურად მუშაობს არალეგალური წარმოებების გამოვლენაზე.
ყველა ახალი ამბავი
0