https://sputnik-georgia.com/20260203/erovnulma-bankma-7-savaluto-jxuri-daajarima-296935768.html
ეროვნულმა ბანკმა შვიდი სავალუტო ჯიხური დააჯარიმა
ეროვნულმა ბანკმა შვიდი სავალუტო ჯიხური დააჯარიმა
Sputnik საქართველო
სებ-ის ინფორმაციით, ჯიხურებში პროგრამული სისტემები ხარვეზებით ფუნქციონირებდა, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა... 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T16:12+0400
2026-02-03T16:12+0400
2026-02-03T16:12+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/09/287240526_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_bc67eb0aaee2593302e798afaad4deb5.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი შვიდი პუნქტი ჯამში 92 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მარეგულირებლის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა.დაჯარიმებული სუბიექტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: შპს „რამაზი“ – 6 ათასი ლარი; შპს „ლიკუნა“ – 16 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „დიმიტრი ქურციკაშვილი“ – 13 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „გოჩა ბოლქვაძე” – 13 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „ლევან მეხრიშვილი“ – 13 ათასი ლარი ; ინდ.მეწარმე „ნინო მორბედაძე“ – 15 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „გურამ გასვიანი“ – 16 ათასი ლარი.„ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.კერძოდ: ჯიხურებში პროგრამული (ელექტრონული) სისტემები ხარვეზებით ფუნქციონირებდა, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა, კლიენტების სრულყოფილი გადამოწმება სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ასევე არ არსებობდა შიდა ინსტრუქციები, რომლებიც აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ვალდებულებების შესასრულებლად. ადგილი ჰქონდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობას, რაც არღვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის წესს. ამჟამად საქართველოში ათასამდე ვალუტის გაცვლის პუნქტია და მათი გაკონტროლება რთულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/09/287240526_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_42688bd0862ce1f60268d2e60226f753.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა შვიდი სავალუტო ჯიხური დააჯარიმა
სებ-ის ინფორმაციით, ჯიხურებში პროგრამული სისტემები ხარვეზებით ფუნქციონირებდა, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა, კლიენტების სრულყოფილი გადამოწმება სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი შვიდი პუნქტი ჯამში 92 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარეგულირებლის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა.
დაჯარიმებული სუბიექტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: შპს „რამაზი“ – 6 ათასი ლარი; შპს „ლიკუნა“ – 16 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „დიმიტრი ქურციკაშვილი“ – 13 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „გოჩა ბოლქვაძე” – 13 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „ლევან მეხრიშვილი“ – 13 ათასი ლარი ; ინდ.მეწარმე „ნინო მორბედაძე“ – 15 ათასი ლარი; ინდ.მეწარმე „გურამ გასვიანი“ – 16 ათასი ლარი.
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ: ჯიხურებში პროგრამული (ელექტრონული) სისტემები ხარვეზებით ფუნქციონირებდა, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა, კლიენტების სრულყოფილი გადამოწმება სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.
ასევე არ არსებობდა შიდა ინსტრუქციები, რომლებიც აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ვალდებულებების შესასრულებლად. ადგილი ჰქონდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობას, რაც არღვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის წესს.
ამჟამად საქართველოში ათასამდე ვალუტის გაცვლის პუნქტია და მათი გაკონტროლება რთულია.