https://sputnik-georgia.com/20260203/acharasa-da-guriashi-ukanono-saxerxi-saamqroebi-gamoavlines-296935355.html
აჭარასა და გურიაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
აჭარასა და გურიაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T15:29+0400
2026-02-03T15:29+0400
2026-02-03T15:29+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში - ჩაისუბანსა და ფურტიოში მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია დაახლოებით 4 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). რადგან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ბოლო წლებში სამართალდარღვევის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა. გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები
აჭარასა და გურიაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში - ჩაისუბანსა და ფურტიოში მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია დაახლოებით 4 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
რადგან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ბოლო წლებში სამართალდარღვევის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.