https://sputnik-georgia.com/20260203/abiturientebs-propkolejis-shemoxazvac-sheezlebat-296942934.html
წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა პროფესიული კოლეჯის შემოხაზვაც შეეძლებათ
წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა პროფესიული კოლეჯის შემოხაზვაც შეეძლებათ
Sputnik საქართველო
გაბისონიას ინფორმაციით, წელს გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ იქნება. 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T18:00+0400
2026-02-03T18:00+0400
2026-02-03T18:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/10/240101037_0:97:2000:1222_1920x0_80_0_0_386742494fbda9d13f49e9ce07aa2c82.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით სამი პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ. საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, დეკემბერში დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. გაბისონიას ინფორმაციით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ იქნება. უმაღლესი განათლების რეფორმა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ. სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება. ასევე მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/10/240101037_120:0:1880:1320_1920x0_80_0_0_f27ff9dab34ebaa777e95e57e558264c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , კანონმდებლობა, ახალი ამბები
წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა პროფესიული კოლეჯის შემოხაზვაც შეეძლებათ
გაბისონიას ინფორმაციით, წელს გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ იქნება.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით სამი პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.
საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, დეკემბერში დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო.
„ჩვენი სურვილია, რომ აბიტურიენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს. ამით ახალგაზრდა თავს დაიზღვევს იმ შემთხვევისთვის თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ წელს ეს გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა გაბისონიამ.
გაბისონიას ინფორმაციით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ იქნება.
„არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სურვილიც აქვს სტუდენტს, შეუძლია იმდენი შემოხაზოს „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით“. გასაგებია, რომ იმ უნივერსიტეტს და პროგრამას, რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება.
ასევე მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე.