https://sputnik-georgia.com/20260203/2025--wels-4000-samartaldargveva-gamovlinda-296934196.html
2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით 4 ათასზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა
2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით 4 ათასზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ყველაზე ხშირად გამოვლენილ დარღვევებს შორისაა ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები და ეტიკეტირების წესის დარღვევა. 03.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-03T12:25+0400
2026-02-03T12:25+0400
2026-02-03T12:25+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268235380_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ecfe2594946841dd2e26f3fb9fa90fb8.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახელმწიფო კონტროლის შედეგად (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) გამოვლინდა 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ბიზნესოპერატორები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ შემდეგი დარღვევების გამო: სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით, ასევე იმ ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა ან/და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით; ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია; უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268235380_277:0:3006:2047_1920x0_80_0_0_ed6e4fbbf7e93097c16e74ff64ef3174.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით 4 ათასზე მეტი სამართალდარღვევა გამოვლინდა
ყველაზე ხშირად გამოვლენილ დარღვევებს შორისაა ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) გამოვლინდა 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ბიზნესოპერატორები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ შემდეგი დარღვევების გამო:
საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე;
სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა;
სურსათის მიკვლევადობის დარღვევა;
ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები.
სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.
„აღნიშნული დარღვევების პრევენცია შესაძლებელია. დარღვევების შემცირება ხელს შეუწყობს თავად ბიზნესის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით, ასევე იმ ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა ან/და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით; ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია; უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები.