უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: იანვრის მონაცემები

© Investigation Service of the Ministry of Financeსიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
კონტრაბანდული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 117.780 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 16 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 18პირი - მათგან დაკავებულია პირი.
დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 18.185 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 117.780 მლნ ლარია.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0