სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირიგაციაზე ათობით მილიონ ლარს დახარჯავს

© photo: Sputnikხეხილის ბაღი
ხეხილის ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
2026 წელს ფოთში დაგეგმილია წყალგამყოფი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ქალაქს დატბორვისგან დაიცავს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 83 მილიონი ლარი გამოყო, განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
2012 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მელიორაციის სექტორისა და და ინფრასტრუქტურის აღდგენის ინტენსიური დაფინანსება დაიწყო. დღესდღეობით, სარწყავი სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 165 ათას ჰექტრამდე გაიზარდა.
„მთავრობის მხარდაჭერით, 2026 წლისთვის მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოიყო დაახლოებით 83 მილიონი ლარი. ასეთი მიდგომა და მხარდაჭერა დარგის მიმართ გარდამტეხ როლს შეიტანს კომპანიის განვითარებაში და მომსახურების სერვისი იქნება ბევრად გაუმჯობესებული, ვიდრე აქამდე“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც წელს განხორციელდება.
„საფუძველი ჩაეყარა 2 წყალსაცავის მშენებლობას - ერთია ილტოს წყალსაცავი, რომლის წინასაპროექტო კვლევა უკვე დასრულებულია და მეორე ლაკბეს წყალსაცავი, რომლის რეაბილიტაცია-მოდერნიზება განხორციელდება", - განაცხადა თამაზაშვილმა.
გარდა ამისა, 2026 წელს ფოთში დაგეგმილია წყალგამყოფი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ქალაქს დატბორვისგან დაიცავს.
„კომპანიისთვის გამოწვევაა სამხრეთ საქართველო, სადაც ვაპირებთ სამელიორაციო სისტემის აღდგენასა და მშენებლობას. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სარწყავი ფართობი დღეის მდგომარეობით 3700 ჰექტრამდეა. მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ზრდა 12 ათას ჰექტრამდე იგეგმება“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
სარწყავი სისტემების განახლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფერმერების წყლის რესურსებზე წვდომას, შეამცირებს წყლის დანაკარგებს და გაზრდის სოფლის მეურნეობის მდგრადობას ცვალებად კლიმატში.
ყველა ახალი ამბავი
0