https://sputnik-georgia.com/20260202/sesma-vetaptiaqebi-sheamowma-296921304.html
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები: სეს-მა ვეტკლინიკები შეამოწმა
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები: სეს-მა ვეტკლინიკები შეამოწმა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T12:00+0400
2026-02-02T12:00+0400
2026-02-02T12:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/39/236893907_0:11:3284:1858_1920x0_80_0_0_37c3f2719a2130d140d6c0dafc21617f.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.უწყების ცნობით, შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა", ინდმეწარმე დ. ს., შპს „ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ", შპს „დტნბ", შპს „ზარავეტ", შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა", ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო".ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/39/236893907_553:0:3284:2048_1920x0_80_0_0_c60d925ac2cbaee8bb8c59528156e30c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საზოგადოება
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები: სეს-მა ვეტკლინიკები შეამოწმა
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა", ინდმეწარმე დ. ს., შპს „ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ", შპს „დტნბ", შპს „ზარავეტ", შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა", ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო".
ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.