საქართველოში რიგი ორგანიზაციები პარტიებს გაუთანაბრდება – დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობაში გაჩნდება ახალი ტერმინი „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რომელზეც გავრცელდება პარტიების შესახებ კანონი.
კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ ჩაითვლება ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული პარტიად, მაგრამ თავისი საქმიანობითა და საჯარო ქმედებებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, პოლიტიკურ პარტიას ჰგავს.
ამასთან, კანონში მითითებულია, რომ ორგანიზაციის „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტად გამოცხადება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ სუბიექტებზე გავრცელდება იგივე წესები, რაც პოლიტპარტიებზე. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების მიღება, მათ შორის, შემოწირულობებისა და მომსახურების, ამასთან, თავიანთი ფინანსური საქმიანობიდან გამომდინარე ისინი ანგარიშვალდებული იქნებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე.
უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ცვლილებები ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0