https://sputnik-georgia.com/20260202/ruset-ukrainis-konfliqti-297008324.html
მოსაზრება: ენერგეტიკული პაუზა დასრულდა. რა იქნება მერე?
მოსაზრება: ენერგეტიკული პაუზა დასრულდა. რა იქნება მერე?
Sputnik საქართველო
უკრაინის ენერგეტიკის „გამორთვა“ კიევის რეჟიმის კაპიტულაციაზე იძულების აუცილებელი და საკმაოდ ჰუმანური გზაა. ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის... 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T13:14+0400
2026-02-02T13:14+0400
2026-02-07T10:15+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286206059_0:0:3139:1767_1920x0_80_0_0_c9c0061f1c9626566acac30f2cf44c46.jpg
უკრაინის ენერგეტიკის „გამორთვა“ კიევის რეჟიმის კაპიტულაციაზე იძულების აუცილებელი და საკმაოდ ჰუმანური გზაა. ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის საშუალებაა ნაკლები დანაკარგებით. თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ — ასეთია საბრძოლო მოქმედებების პირობები. თანამედროვე ომში, თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, პირველ რიგში, მისი ზურგის ბაზა ნადგურდება. და მაინც, პრაქტიკულად, შეუძლებელია მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების მიღწევა, როცა მათი მთავარი მიზანია, არ დაუშვან უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული განადგურება და რუსეთის არმიის აშკარა, უპირობო გამარჯვება.ხანმოკლე „ენერგოპაუზის“ დასრულება და ენერგეტიკაზე დარტყმების გაგრძელება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აახლოვებს რუსეთის სამხედრო გამარჯვებას XXI საუკუნის უდიდეს შეიარაღებულ კონფლიქტში. უკრაინის საომარ მოქმედებათა თეატრზე რუსეთის ჯარებს დარჩათ სამი გადამწყვეტი ნაბიჯი:გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ობიექტები და სამიზნეები დააზიანეს 147 რაიონში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებული მაღალი სიზუსტის დარტყმების პრიორიტეტად რჩება ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქში. 2 თებერვლის ღამეს ძლიერი აფეთქებების სერია გაისმა აგრეთვე დნეპროპეტროვსკში, ჩერკასში, პავლოგრადსა და ხარკოვში. „უკრენერგომ“ უკვე განაცხადა, რომ კასკადური გათიშვების შემდეგ ელექტრომომარაგების აღდგენა შეუძლებელია. დღე-ღამეში უშუქოდ დარჩა კიდევ 162 დასახლებული პუნქტი ოდესის, ნიკოლაევისა და კიროვოგრადის ოლქებში.დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სოფელ ტორეცკოეს გათავისუფლება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად წინ წაიწიონ ერთდროულად ორი მიმართულებით — დობროპოლიესა და დრუჟკოვკა-კრამატორსკისკენ. ჩრდილოეთით მოწინააღმდეგე გამოდევნილია გოლუბოვკიდან და მინკოვკიდან, რომლებიც სლავიანსკისა და იზიუმისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის კონტროლის ზონაში მდებარეობს. მინკოვკასთან მდებარე სევერსკი დონეცი დონბასის არხიდან კრამატორსკის აღმოსავლეთ გარეუბნამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 12 კმ-ია. შემთხვევითი არ არის, რომ დმიტრი მედვედევმა განაცხადა: უკრაინაში გამარჯვება ახლოსაა.კიევის მარიონეტები და მათი დასავლელი პატრონები სასოწარკვეთილად ცდილობენ მოახლოებული გეოპოლიტიკური კატასტროფის ტემპის შენელებას. ამისთვის იყენებენ ნებისმიერ საშუალებას: რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერაქტების ორგანიზებას, საგარეო-პოლიტიკურ პროვოკაციებს „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებების გადატანას, დემაგოგიურ განცხადებებს უკრაინის მზადყოფნაზე „შინაარსიანი დისკუსიისათვის“ და „ომის ღირსეულად დასრულებისათვის“.ომი ჭადრაკის პარტია არ არის. მასში ყოველთვის არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. მშვიდობის პირობებს გამარჯვებული კარნახობს - „ვაი-დამარცხებულებს“, რომლებიც ჯერ კიდევ მძვინვარებენ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან. თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ აუკრძალა თავის ქვედანაყოფებს რუსი სამხედრო მოსამსახურეების ტყვედ აყვანა, რომლებიც, დატყვევების შემთხვევაში, უნდა „დაკითხონ და მოკლან“.იანვრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს, რომ ანტირუსული კიევის რეჟიმისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიუღებელია. „ტერიტორიული დათმობები“ კიევის მხრიდან მთავარი არ არის. რუსეთი არ დაუშვებს უკრაინაში მოქმედი ხელმძღვანელობის, რუსეთისადმი მტრული ნაცისტური იდეოლოგიისა და შეიარაღებული ბანდერევული ფორმირებების შენარჩუნებას. რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ფორმირებებზე. ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა: „თუ მიზანია ამ რეჟიმის შენარჩუნება ყოფილი უკრაინის ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე და მისი გამოყენების გაგრძელება რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეების შექმნის პლაცდარმად, მშვიდობა მომავალში არ იქნება“.აბუ-დაბიში მოლაპარაკებები 4–5 თებერვალს გაგრძელდება. თუმცა, ყველა უკრაინელ წარმომადგენემა და დასავლელმა „ქომაგებმა“ დროა, გაიგონ: არავინ არის დამოუკიდებელი „უკრაინელი“ იმ მიწაზე, რომელიც დე-ფაქტო რუსეთს წაართვეს და რუსეთისადმი მტრული ნატოს ბლოკის სამხედრო პლაცდარმად აქციეს, პენტაგონის ბიოლაბორატორიებითა და „ეროვნული გმირებით“, ჯოჯოხეთის მეცხრე წრიდან — მაზეპითა და ბანდერათი. რუსეთი ასწორებს ისტორიულ შეცდომას და მის განმეორებას არ დაუშვებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286206059_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_6e658ad69ce9ef63ed59d1a7a602d627.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინის ენერგეტიკის „გამორთვა“ კიევის რეჟიმის კაპიტულაციაზე იძულების აუცილებელი და საკმაოდ ჰუმანური გზაა. ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის საშუალებაა ნაკლები დანაკარგებით. თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ — ასეთია საბრძოლო მოქმედებების პირობები. თანამედროვე ომში, თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, პირველ რიგში, მისი ზურგის ბაზა ნადგურდება. და მაინც, პრაქტიკულად, შეუძლებელია მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების მიღწევა, როცა მათი მთავარი მიზანია, არ დაუშვან უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული განადგურება და რუსეთის არმიის აშკარა, უპირობო გამარჯვება.
ხანმოკლე „ენერგოპაუზის“ დასრულება და ენერგეტიკაზე დარტყმების გაგრძელება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აახლოვებს რუსეთის სამხედრო გამარჯვებას XXI საუკუნის უდიდეს შეიარაღებულ კონფლიქტში. უკრაინის საომარ მოქმედებათა თეატრზე რუსეთის ჯარებს დარჩათ სამი გადამწყვეტი ნაბიჯი:
სრულად მოაშორონ კიევის მართვის ცენტრებს საბჭოთა მემკვიდრეობა — ჰიდრო- და თბოელექტროსადგურები (ბანდერეველებს ლენინის სახელობის დნეპრო-ჰესი არ სჭირდებათ);
ოპერატიულად გააჩერონ კიევის კონტროლქვეშ არსებული ატომური ელექტროსადგურები (მაღალი სიზუსტის დარტყმებით გათიშონ ტრანსფორმაციის მოედნები და გადამცემი ხაზები);
გადაკეტონ ელექტროენერგიის გადადინება რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ამის შემდეგ უკრაინის პროქსი-არმიას ვეღარავინ და ვერაფრით დაეხმარება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ობიექტები და სამიზნეები დააზიანეს 147 რაიონში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებული მაღალი სიზუსტის დარტყმების პრიორიტეტად რჩება ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქში.
2 თებერვლის ღამეს ძლიერი აფეთქებების სერია გაისმა აგრეთვე დნეპროპეტროვსკში, ჩერკასში, პავლოგრადსა და ხარკოვში. „უკრენერგომ“ უკვე განაცხადა, რომ კასკადური გათიშვების შემდეგ ელექტრომომარაგების აღდგენა შეუძლებელია. დღე-ღამეში უშუქოდ დარჩა კიდევ 162 დასახლებული პუნქტი ოდესის, ნიკოლაევისა და კიროვოგრადის ოლქებში.
დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სოფელ ტორეცკოეს გათავისუფლება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად წინ წაიწიონ ერთდროულად ორი მიმართულებით — დობროპოლიესა და დრუჟკოვკა-კრამატორსკისკენ. ჩრდილოეთით მოწინააღმდეგე გამოდევნილია გოლუბოვკიდან და მინკოვკიდან, რომლებიც სლავიანსკისა და იზიუმისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის კონტროლის ზონაში მდებარეობს. მინკოვკასთან მდებარე სევერსკი დონეცი დონბასის არხიდან კრამატორსკის აღმოსავლეთ გარეუბნამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 12 კმ-ია. შემთხვევითი არ არის, რომ დმიტრი მედვედევმა განაცხადა: უკრაინაში გამარჯვება ახლოსაა.
კიევის მარიონეტები და მათი დასავლელი პატრონები სასოწარკვეთილად ცდილობენ მოახლოებული გეოპოლიტიკური კატასტროფის ტემპის შენელებას. ამისთვის იყენებენ ნებისმიერ საშუალებას: რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერაქტების ორგანიზებას, საგარეო-პოლიტიკურ პროვოკაციებს „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებების გადატანას, დემაგოგიურ განცხადებებს უკრაინის მზადყოფნაზე „შინაარსიანი დისკუსიისათვის“ და „ომის ღირსეულად დასრულებისათვის“.
ომი ჭადრაკის პარტია არ არის. მასში ყოველთვის არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. მშვიდობის პირობებს გამარჯვებული კარნახობს - „ვაი-დამარცხებულებს“, რომლებიც ჯერ კიდევ მძვინვარებენ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან. თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ აუკრძალა თავის ქვედანაყოფებს რუსი სამხედრო მოსამსახურეების ტყვედ აყვანა, რომლებიც, დატყვევების შემთხვევაში, უნდა „დაკითხონ და მოკლან“.
იანვრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს, რომ ანტირუსული კიევის რეჟიმისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიუღებელია. „ტერიტორიული დათმობები“ კიევის მხრიდან მთავარი არ არის. რუსეთი არ დაუშვებს უკრაინაში მოქმედი ხელმძღვანელობის, რუსეთისადმი მტრული ნაცისტური იდეოლოგიისა და შეიარაღებული ბანდერევული ფორმირებების შენარჩუნებას. რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ფორმირებებზე. ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა: „თუ მიზანია ამ რეჟიმის შენარჩუნება ყოფილი უკრაინის ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე და მისი გამოყენების გაგრძელება რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეების შექმნის პლაცდარმად, მშვიდობა მომავალში არ იქნება“.
აბუ-დაბიში მოლაპარაკებები 4–5 თებერვალს გაგრძელდება. თუმცა, ყველა უკრაინელ წარმომადგენემა და დასავლელმა „ქომაგებმა“ დროა, გაიგონ: არავინ არის დამოუკიდებელი „უკრაინელი“ იმ მიწაზე, რომელიც დე-ფაქტო რუსეთს წაართვეს და რუსეთისადმი მტრული ნატოს ბლოკის სამხედრო პლაცდარმად აქციეს, პენტაგონის ბიოლაბორატორიებითა და „ეროვნული გმირებით“, ჯოჯოხეთის მეცხრე წრიდან — მაზეპითა და ბანდერათი. რუსეთი ასწორებს ისტორიულ შეცდომას და მის განმეორებას არ დაუშვებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე