https://sputnik-georgia.com/20260202/kobaxidze-mtavrobata-samitshi-miigebs-monawileobas-296930196.html
ბოჭორიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა
ბოჭორიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით 3 თებერვალს გამოვა. 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T21:57+0400
2026-02-02T21:57+0400
2026-02-02T21:57+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ისე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დუბაიში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო მთავრობათა სამიტში.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.„ეს, რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოებთან," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით 3 თებერვალს გამოვა. ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - „ინვესტიციების მომავალი".მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში 3-5 თებერვლის პერიოდში გაიმართება, რომელსაც 35 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 150-ზე მეტი სამთავრობო დელეგაცია და 6000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.მსოფლიოს მთავრობათა სამიტი 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით 3 თებერვალს გამოვა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ისე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დუბაიში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო მთავრობათა სამიტში.
„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ისე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის“. - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
„ეს, რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოებთან," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით 3 თებერვალს გამოვა. ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - „ინვესტიციების მომავალი".
მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში 3-5 თებერვლის პერიოდში გაიმართება, რომელსაც 35 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 150-ზე მეტი სამთავრობო დელეგაცია და 6000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.
მსოფლიოს მთავრობათა სამიტი 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება.